შეხვედრა დახურულ კარს მიღმა: რაზე ისაუბრა რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში?

0

1186890_10201484539228918_1983549916_nამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში ”ქართული ოცნების” ოფისში პარტიის ხელმძღვანელობასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, თუმცა შეხვედრის დეტალებზე საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ ისაუბრა. ელჩმა და გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ერთი-ერთზე ელჩის მშობლიურ ენაზეც ისაუბრეს.

გიორგი თოდუა ამერიკის ელჩთან შეხვედრით კმაყოფილია. მისი განცხადებით, ამერიკელი დიპლომატი ძირითადად წინასაარჩევნო გარემოთი დაინტერესდა, თუმცა ნორლანდმა საუბრისას აღნიშნა, რომ ზუგდიდში მდგომარეობა საგრძნობლად შეცვლილია და ის სულაც არ ჰგავს მის მიერ ერთი წლის წინ დანახულ ქალაქს.

”მან აღნიშნა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება წინა წლებთან შედარებით რადიკალურად შეცვლილია, თუმცა უფრო კონკრეტული ინფორმაციები წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ჩვენგანაც მოისმინა. ის ასევე დაინტერესდა ისეთი თემებით, რომელთაც არჩევნებთან კავშირი არ აქვს, თუმცა საზოგადოების ინტერესს იწვევს.”-აცხადებს გიორგი თოდუა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით ელჩს აინტერესებდა ადგილობრივების რეაქცია ორ თემაზე. ეს იყო პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებული საკითხი და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას გათავისუფლების შემთხვევაში საზოგადოების რეაქცია.

”ორივე საკითზე ისეთივე პასუხი გავეცი, რომელიც აბსოლიტურ შესაბამისობაშია საზოგადოებრივ აზრთან. პრემიერის პოლიტიკიდან წასვლასთან საზოგადოებაში აზრი რათქმაუნდა ორად იყოფა. ერთნი დადებითად აფასებენ ამას და სხვა დანარჩენს სრულიად განსხვავებული აზრი გააჩნია არსებულ საკითხთან დაკავშირებით. ერთი რამ კი ფაქტია. ის რომ პრემიერი მიდის პოლიტიკიდან, მაგრამ რჩება სამოქალაქო სექტორში, ანუ ამ შემთხვევაში მაინცქართველ ხალხთან ერთად.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას გათავისუფლების შემთხვევაში თუ რა რეაქცია ექნება საზოგადოებას, აქაც იგივენაირად გვაქვს საქმე. ზოგი ამას რათქმაუნდა დადებით მოვლენად ჩათვლის, რადგან ჰყავს მას აქ თავისი მხარდამჭერებიც და ჰყავს ასევე მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც უფრო აგრესიულად და უარყოფითად შეხვდებიან ახალაიას გათავისუფლებას.”-განაცხადა გიორგი თოდუამ.

ამერიკის ელჩი მიესალმება თავად მუნიციპალურ სამსახურებში კოჰაბიტაციის პროცესს. ის, რომ ყოფილი ხელისუფლებისა და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები საერთო ენის გამო0ნახვას ახერხებენ, რიჩარდ ნორლანდი მთავარ მიღწევად მიიჩნევს.

”ქართული ოცნების” ოფისში ამერიკის ელჩთან შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. რიჩარდ ნორლანდს პრესისთვის კომენტარები არ გაუკეთებია, თუმცა როგორც მან შეხვედრაზე განაცხადა ზუგდიდს არჩევნებამდე კიდევ ერთხელ ეწვევა.

სხვა ახალი ამბები: