შეხვედრა GG-ს გიმნაზიაში

0

10000102_269689679859367_1574766127_nდღეს, 22 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია ზუგდიდის ალექსანდე ღურწკაიას სახელობის  საბუნებისმეტყველო გიმნაზიას ესტუმრა. შეხვედრას ესწრებოდა ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ღურწკაია, მაიზერ ნანავა, ირუზა კაკავა და ზუგდიდის განვითარების ფონდის წარმომადგენელი კონსტანტინე კაკავა.

გამგეობისა და სამოქალაქო ინიციატივის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს გიმნაზიის თანამედროვე და უნიკალური მატერიალურ ტექნიკური ბაზა, თანამედროვე ტიპის აუდიტორიები, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები. შეხვედრა გიმნაზიის პედაგოგებსა და გიმნაზიის აღსაზრდელებს შორის ერთ საათს გაგრძელდა.

“ჩვენი სტუმარი, ბატონი მერაბ ქვარაია ზუგდიდელებისათვის ცნობილი ადამიანია და მას ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. მე იგი მახსოვს ჯერ კიდევ როგორც წარმატებული და წარჩინებული მოსწავლე, შემდეგ როგორც წარჩინებული სტუდენტი და პიროვნება. თუმცა მის ცხოვრებაში ბევრი პრობლემაც იყო. მინდა ვუსურვო მას მომავალში ღირსეული ადგილიდან ჩვენი ქალაქის მართვა. ჩვენ მოხარულები ვართ მისი ვიზიტით ჩვენს სკოლაში”-აცხადებს გიმნაზიის დირექტორი ჯამბულ ნაჭყებია.

სკოლის დირექტორმა სტუმრებს გააცნო სკოლაში მიმდინარე პროცესები, ესაუბრა საერთაშორისო აღიარებებსა და სამომავლო გეგმებზე.

“მინდა დიდი მადლობა გადავუხოდო გიმნაზიის დამფუძნებელს, ბატონ ჯიმშერ ღურწკაიას, დირექტორს, ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს. ღურწკაკიას გიმნაზია ეს საგანმანათლებლო კერაა, რომელმაც უნდა აღზარდოს მომავალი ლიდერები, მეცნიერები, რომლებიც, თავისმხრივ დიდ წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში” – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის მიღებისთვის მზაობა გამოთქვა და პედაგოგებსა და აღსაზრდელებს მომავალი წარმატებები უსურვა.