“შვიდობით მიშა, მშვიდობით მიშიკო”-სააკაშვილს ზუგდიდში დაემშვიდობნენ

0

213095“მშვიდობით მიშა, მშვიდობით მიშიკო” ასეთუი სახის წარწერა დაუტოვა არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. მიქაიამ ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მოწყობილ აქციაზე აღნიშნა, რომ ის ხვალ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აქციას გეგმავდა, თუმცა გადაიფიქრა, რადგან გაიგო, რომ სააკაშვილი მის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავდა.

„მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ის ამ პროვოკაციებით არჩევნების ჩაშლას აპირებს, რის საშუალებასაც არ მივცემთ. მე ვჩუქნი მას ხვალინდელ დღეს და აღარ დავხვდები საპროტესტო აქციით, რათა არ დაბრკოლდეს არჩევნების პროცესის მიმდინარეობა. მიხეილ სააკაშვილი როცა ორშაბათს გაიღვიძებს, მიხვდება, რომ მას აღარ ჰყავს სამეგრელოში მხარდამჭერები“, – განაცხადა კახა მიქაიამ.

აქციის დასასრულს კახა მიქაიამ განაცხადა, რომ ამ აქციით მან დაასრულა მიხეილ სააკაშვილის ვიზიტებისთვის სამეგრელოში ხელის შეშლა.

სხვა ახალი ამბები: