შთაბეჭდილებების პრეზენტაცია ზუგდიდის ბიბლიოთეკაში

0

733817_478063365593444_673025399_n17-21 თებერვალს პროექტის -,,კულტურის განვითარება საზოგადოების წინსვლის საწინდარია”-ს ფარგლებში შვედეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საქართველოდან და უკრაინიდან, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია და არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურის“ თავმჯდომარე-ნანა თოდუა. გუშინ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია შვედეთის 5 კულტურულ ცენტრში მიღებული ინფორმაციისა და შთაბეჭდილებების შესახებ, ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს მიაწოდეს საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალა. შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე-გიზო სართანია, ევრომონიტორის წარმომადგენლები საქართველოში, ბიბლიოთეკის, პრესისა და ტელევიზიის თანამშრომლები.

სხვა ახალი ამბები: