შიმშილობის აქცია ზუგდიდიში რამდენიმე დევნილმა დატოვა

0

407018_380841102028701_1187879899_nზუგდიდის რაიონულ სავადმყოფოში ჩასახლებული ე.წ “შეჭრილი”დევნილის სტატუსის მქონე პირები ისევ განაგრძობენ შიმშილობის აქციას და მათი მოთხოვნები ისევ უცვლელი რჩება: საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება,
ობიექტის მესაკუთრისგან გაუსახლებლობის მყარი გარანტიები,
დევნილთა და განსახლების მინისტრ ბატონ დარახველიძისგან იმის პირობა, რომ ეს ოჯახები უპირობოდ მიიღებენ ბინებს ზუგდიდში დაგეგმილ დევნილთა საცხოვრებელ კორპუსებში.

რამდენიმე დევნილი აღნიშნულ აქციას მას შემდეგ გამოეთიშა, რაც დევნილთა და განსახლების სამინისტროდან სატელეფონო ზარები განხორციელდა. დევნილებს მინისტრის მოადგილეები ესაუბრნენ და დაჰპირდნენ, რომ ყველაფერი მათ სასიკეთოდ იქნებოდა მოგვარებული.

გვიან ღამით დევნილების მიერ გაშლილ კარავთან ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საავადმყოფოში ერთ-ერთი ქალბატონი ანტისანიტარიისგან და დაბინძურებული წყლისგან მოიწამლა.

“ეს ყველაფერი არის გამოგონილი. ჯერ იყო და კბილის პასტამ მოწამლა დევნილი ბავშვიო, რომელიც საბოლოოდ არ დადასტურდა, ახლა კი სასმელი წყალიც გამოიგონეს. ამას ყველაფერს ის ადამიანები ხელოვნურად აგორებენ, ვისაც აწყობს, რომ ეს მართლა ასე იყოს. ეს ყველაფერი კი აღმაშფოთებელია. მაინცდამაინც გუშინ მოიწამლა წყლით, როცა მანამდეც ამ წყლით სარგებლობდნენ? ეს აბსურდია”-აცხადებენ ის დევნილები, რომლებმაც შიმშილობის აქცია თავიანთი ნებით დატოვეს და აქვე იმასაც დასძენენ, რომ შიმშილობის აქცია ამას პირობითად ჰქვია და სინამდვილეში იქ არცერთ დევნილს არ უშიმშილია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად” ხელმძღვანელი ნონა უბილავა, რომელიც გვიანობამდე დევნილებთან იმყოფებოდა facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:

“ბატონ ქოჩუას არა აქვს იმის სახსრები, რომ დაეხმაროს ამ ადამიანებს. ამ შემთხვევაში თუ არ მოხდა ცენტრის ჩარევა ის ადგილობრივი რესურსებით მათ ვერ დაეხმარება. სამინისტრომ უნდა გამოყოს გარკვეული თანხები. ამასთან ერთად თუ ადგილობრივი თვითმმართველობა გამოიჩენს კეთილ ნებას კარგი იქნება. თუმცა ვინაიდან ეს ცენტრი არის კერძო საკუთრება არც გამგეობა არ არის ვალდებული არემონტოს კერძო სექტორი. აქ ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ კეთილ ნებაზე. ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე…აშენდება თუ არა ახალი კორპუსები დევნილებისთვის და შეასახლებენ თუ არა ამ ადამიანებს იქ???”-წერს ნონა უბილავა.

დევნილთა შიმშილობის აქციას ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ეზოში რამდენიმე დევნილი ისევ მართავს.

სხვა ახალი ამბები: