შინაგან საქმეთა სამინისტრო სტაჟირებაზე 110 სტუდენტს იღებს

0
img_newsსხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან 500 სტუდენტის პირადი მონაცემებიდან შეირჩა 140 კანდიდატი, რომელთაგან 110 სტაჟირებას გაივლის, ხოლო 30  გამოსაცდელი ვადით დაინიშნება.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ წარმატებული სტაჟიორები უწყებაში სხვადასხვა სამსახურებში დასაქმდებიან. წარჩინებული სტუდენტების შერჩევა-შესწავლის პროცესი შს აკადემიაში მაისში დასრულდა.
სამინისტროში სტუდენტთა დასაქმების შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2013 წლის იანვარში „ქორთიარდ მარიოტში” სტუდენტებთან გამართულ შევედრაზე განაცხადა, რომელზეც მათ სამინისტროს 2013 წლის განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის პროექტი გააცნო.

სხვა ახალი ამბები: