შიშით შეიძლება დემოკრატიულ სისტემასაც გამოვკრათ ხელი

0

strachამ ბოლო პერიოდში, ქართულ პოლიტიკაში საარჩევნო კოდექსის და პარტიების დაფინანსების მიღებულ ცვლილებებიდან გამომდინარე, უცნაური პროცესები შეიმჩნევა. ხელისუფლება ფინანსური ოლიგარქიის შესაძლებლობებით ისე არის შეშინებული, არაა გამორიცხული ის, რომ მსოფლიოში პოლიტიკური კონკურენციის ყველაზე დემოკრატიულ სისტემასაც გამოვკრათ ხელი.

“საარჩევნო კომპანია უნდა მიმდინარეობდეს არა პარტიის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არამედ პარტიის მიერ წარდგენილი პროგრამის მიხედვით. პარტიის პროგრამის ხარისხს არ უნდა განსაზღვრავდეს რეკლამაზე დახარჯული თანხები და წინასწარ მოსყიდული ამომრჩეველი, არამედ მისი შინაარსი. საქართველოში ხელისუფლების მიერ ბიზნესის კონტროლი და საბიუჯეტო თანხების საარჩევნო კომპანიაზე დახარჯვა სახელისუფლებო პარტიის უპირატესობას განსაზღვრავს, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი არჩევნების პრინციპებს და მცირე ფინანსების მქონე პარტიების თანასწორ კონკურენციის საშუალებებს ზღუდავს.”  – ვირტუალური პარტია “სოციალ–ლიბერალები”. ეს ციტატი აღებულია იმ პერიოდიდან, როდესაც ე.წ. ოპოზიციის რიგებში 6 მილიარდიანი პოლიტიკური მეტეორი არ იყო ჰორიზონტზე და საარჩევნო გარემოზე მხოლოდ სახელისუფლებო პარტია ახდენდა ზეგავლენას.

დღეს პოლიტიკას გასაყიდი და საყიდელი საქონელის სტატუსი აქვს მინიჭებული და ეს არა მარტო საქართველოში. განსხვავება მხოლოდ იმაშია რომ საქართველოში სხვა პოლიტიკურ “დოვლთთან” ერთად მედიასაშუალების, პოლიტიკური პარტიების და თვით ამომრჩევლის პირდაპირი მნიშვლელობით ყიდვაც არის მიღებული. აქედან გამომდინარე კი ხელისუფლებაში მოხვედრის შანსი არა იდეის მქონე, არამედ ფინასური საშუალებების მატარებელს აქვს. ეს არის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი იმასა, რომ პოლიტიკოსებს და პარტიებს არ აინტერესებთ პროგრმა, რამეთუ პროგრამა პოლიტიკური ბრძოლის უინტერესო და უაზრო ელემენტად არის აღქმული.
საქართველოში პოლიტიკური იმიჯი; “ბევრი ფული აქვს, კარგი კაცია, პროამერიუკულ–რუსულია და რა კარგად ლაპარაკობს”  პარამეტრებზე, ან საპატრიარქოს მერ გაცემულ “პოლიტიკურ ლიცენზიაზეა” დამოკიდებული. ეს არის მიზეზი იმისა, რომ გუშინ უცნობ პოლიტიკოსს დღეს პოლიტიკურ ვირტუოზად, ან კიდევ მესიურ გზავნილად აღიქვამს საზოგადოების დიდი ნაწილი. ფაქტობრივად, პარტია საქართველოში ნიშნავს არადემოკრატიულ პრინციპებზე ჩამოყალიბებულ სუბიექტს, რომელიც დემოკრატიული ტიპის დაპირებების არალოგიკური შემოთავაზებით შემოიფარგლება.

ის ფაქტორი რომ ხელისუფლება დილემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ფინანსურად ადეკვატური მოწინააღდეგე დაუპირისპირდა, შეიძლება დემოკრატიული პროცესების დაწყების ის მექანიზმი აღმოჩნდეს, რომელიც მიახლოებით თანასწორ კონკირენტუნარიან გარემოს შექმნის საფუძველი გახდეს.
ფაქტია ის, რომ ხელისუფლება ყველა გზებით ცდილობს კაპიტალის არჩევენბზე ზეგავლენის შემცირებას, რადგან თავისივე ბრძოლის შემოღებული მეთოდების მსხვერპლი არ აღმოჩნდეს. “ნაცინალურ მოძრაობას” ჩამოყალიებებული სტრუქტურები, კონტროლის მექანიზმები და მედიასაშუალებებზე საკმაო კონტროლი, არჩევენბში უპირატეოსბის საშუალებას ისედაც აძლევს. ასე რომ ე.წ. პარტიული და საარჩევნო კომპნიის დაფინანსების ტრანსპარანტულობის მიზეზით მიღებული კანონები, მომგებიანია არსებული ხელისუფლებისთვის და რაც მთავარია იმ პარტიებისათვის, რომლებიც არ შედიანს არც სახელისუფლებო და არც ოლიგარქიული ოპოზიციის გავლენის სფეროში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამოდინარე, სადაც ერთ მხარეს სახელისუფლებო და მეორე მხარეს ოლიგარქიული წენეხის ქვეშ მყოფ უკმაყოფილო ამომრჩეველთა რიცხვი მატულობს, ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ “თამაშგარეთ” დარჩენილი პარტიები ამ ამომრჩევლელთა ხმების მოზიდვას. ამის მისაღწევად კი პარტიები პირველ რიგში იძულებულნი იქნებიან, სექტური ტიპის ორგანიზაციებიდან დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბდნენ, რადგან ძნელად დამაჯერებელია დემოკრატიის ქადაგება, არადემოკრტიულ პრინციპებზე ჩამოყალიებებულ სუბიეტების მიერ.
დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად შეძლებენ ამ საკითხთან დაკავშირებით “თამაშგარე” მყოფი პარტიები კონსოლიდაციას და რაც მთაავრია მოსახლეობის საჭირბოროტო საკითხების გადაჭრის ქმედითუნარიან პროგრამის შემოთავაზებას. არ იქნება ეს იოლი და სწრაფი ამოცანა, მაგრამ მომავლის ერთადერთი გარადუვალი გზაა, რადგან დღევანდელი პოლიტიკური მონოპლი დროებითი გარდამავალი პერიოდია, რომელსაც არ ძალუძს ფართო მასების მოთხოვნილებების გრძელვადიანი დაკმაყოფილება.

სხვა ახალი ამბები: