შპს “ენგურჰესის” სამეთვალყურეო საბჭო სრული შემადგენლობით გადადგა

0

hesi2შპს “ენგურჰესის” სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც თორმეტი წევრისგან შედგებოდა გადამგარია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ენგურჰესის ადმინისტრაციაშიც განუცხადეს, თუმცა ოფიციალური განცხადებები გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ კეთდება. სამეთვალყურეო საბჭოს სამეგრელოს რეგიონიდან წარმოადგენდნენ ყოფილი პარლამენტარი რამინ გოგოხია, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეობდა და ასევე არნოლდ ჟვანია, ყოფილი მაჟორიტარი ჩხოროწყუს რაიონიდან. სამეთვალყურეო საბჭოს სრული შემადგენლობით გადადგომის მიზეზები ჯერ უცნობია, თუმცა smo.ge-ს სანდო წყაროს ცნობით სამეთვალყურეო საბჭოს სრული შემადგენლობით გადადგომა შპს “ენგურჰესში” სამომავლოდ დაგეგმილ რეორგანიზაციას უკავშირდება. წყაროს ინფორმაციით ენგურჰესს უკვე ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო ხუთი ახალი წევრის შემადგენლობით, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

 

სხვა ახალი ამბები: