შსს ადმინისტრაციის უფროსად ლელა ჩიქოვანი დაინიშნა

0

1002653_10153179997127317_4197970661242693308_nშინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ლელა ჩიქოვანი დაინიშნა. სოციალურ ქსელ facebook-ში ამის შესახებ ინფორმაციას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საკუთარი გვერდის საშუალებით ავრცელებს.

ლელა ჩიქოვანი სხვადასხვა დროს მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში; თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოში ლიტვის რესპუბლიკაში (თავდაცვის ატაშე ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის რესპუბლიკებში)

ლელა ჩიქოვანი წოდებით ვიცე-პოლკოვნიკია. სამჯერ არის დაჯილდოებული ღირსების ორდენით, მათ შორის ერთხელ ლიტვის მთავრობის მიერ; ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ და თურქულ ენებს.

ლელა ჩიქოვანის განათლება:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ეკონომიკა და მენეჯმენტი);
● გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია (თავდაცვის მართვა და უსაფრთხოება);
● აშშ უმაღლესი საზღვაო სკოლა (ეროვნული უსაფრთხოება და თავდაცვა);
● ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჯ.ფ. კენედის მმართველობის სკოლა (შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა);
● ნატო-ს სკოლა (ობერამერგაუ) (საზღვაო უსაფრთხოების პროგრამა);
● შვედეთის თავდაცვის ეროვნული სკოლა (ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა);
● ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევის ცენტრი (უსაფრთხოების და სტაბილურობის პროგრამა);
● საქართველოს თავდაცვის აკადემია (სამხედრო სწავლების პროგრამა)

სხვა ახალი ამბები: