შსს-მ გალის რაიონიდან მარიხუანას გადმოტანის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

0

marixuana

აუდიო ინფორმაცია!

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/marixuana.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1970 წელს დაბადებული კახაბერ მ. ნარკოდანაშაულისათვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა, 2013 წლის 8 მარტს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ხაშურში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 126-ე კილომეტრზე, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას 356,93 გრ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა” ამოიღეს. ბრალდებულის  განმარტებით, მან „მარიხუანა” გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში 4000 ლარად შეიძინა.

ექსპერტიზის დასკვნით, დაკავების დროს, კახაბერ მ. ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სხვა ახალი ამბები: