შსს-მ ვებგვერდებზე უკანონო შეღწევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

0

hakeriშსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად კიბერდანაშაულის ჩადენის ფაქტზე ამხილეს ქალაქ რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული დავით შ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით შ-მ სხვადასხვა დროს, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით უკანონოდ შეაღწია და ცრუ ინფორმაცია განათავსა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ასევე საინფორმაციო სააგენტო ,,სამოქალაქო პრესის“ ვებგვერდებზე – http://szs.gov.ge, http://moa.gov.ge,http://cp.ge.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ უკანონოდ შეაღწია: droni.ge-ს, news.ge-ს, newpress.ge-ს, guria.gov.ge-ს, dea.ge-ს და ipn.ge-ს ვებგვერდებზე.

სამართალდამცავებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დავით შ-ს საცხოვრებელი სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით). გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს.

სხვა ახალი ამბები: