შსს-მ მესტიაში დაკარგული ტურისტებს მიაკვლია

0

mestia2შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს განყოფილების და სასაზღვრო პოლიციის მესტიის ნომერ მე-9 სამმართველოს თანამშრომლებმა წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მესტიის რაიონში დაკარგულ ტურისტებს მიაკვლიეს.
ტურუსტები სოფელ ჟაბეშიდან უღელტეხილის გავლით სოფელ ადიშში მიემართებოდნენ. ამინდის გაუარესების გამო მათ კვალი აებნათ და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.
დახმარების შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112“-ში შევიდა.
მიუხედავად ამინდის გაუარესებისა სამაშველო-საძიებო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა და არ შეწყვეტილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფმა 16 ხეობა და ყველა არსებული ტურისტულ მარშრუტი დაათვალიერა.
5 ოქტომბერს ებრაელ ტურისტებს მაშველებმა სოფელ ადიშსა და ჯაბეშს შორის მდებარე ერთ-ერთ ხევში მიაკვლიეს. ამ დროისთვის ორივე მათგანი გადაყვანილია მესტიაში და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სხვა ახალი ამბები: