შსს-მ ქურდული სამყაროს 12 წევრი დააკავა

0

dakavebaშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად,სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად დააკავეს წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის  ნასამართლევი, ქურდული სამყაროს  12 წევრი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი – კახა მ. და ერთი ქალბატონი – თამარ ძ, დაკავებულები არიან: რეზო ხ, ვლადიმერ ხ, შალვა ჯ, ელიზბარ დ,ლაშა თ, თამაზ მ, ლევან ხ, ირაკლი ც, მაიზერ ბ, ნიკოლოზ ბ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ე. წ. ქურდულ სამყაროს აღიარებენ და სხვადასხვა  სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად, სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი ე. წ. კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან  კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ.

გამოძიება  ქურდული სამყაროს წევრობისა და  კანონიერი ქურდობის  ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 223–ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

სხვა ახალი ამბები: