შსს ოპოზიციას დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

0

shenoba13(1)შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გამოთქმულ ბრალდებებს განცხადებით პასუხობს და განმარტავს, რომ პოლიცია აქციაზე დასწრების მსურველების მიმართ არავითარ ზეწოლას არ ახდენს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან  დღეს გამოთქმული ბრალდებები არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს მასშტაბით არც ერთ რაიონში პოლიცია არ ახდენს ზეწოლას „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებზე და არ აფერხებს 19 აპრილის აქციაზე მათ დასწრებას. ეს არის სიცრუე და აბსურდული ბრალდებები, რომელიც მიზნად ისახავს პოლიციის დისკრედიტაციას და პოლიტიზირებას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა და კატეგორიულად გააფრთხილა სამინისტროს თანამშრომლები, რათა მათ ხელი არ შეუშალონ  19 აპრილის აქციის მზადებას და არ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.
მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებს,  რომ  თავი შეიკავონ  დეზინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან”-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: