შსს პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს

0
shenobaშინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მან დღეს სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, თითქოს ქუთაისსა და გორში მიმდინარეობს მართვის მოწმობების უკანონოდ გაცემა, რაშიც მოქალაქეებს 500 ლარს ახდევინებენ.
შსს აცხადებს, რომ მსგავსი განცხადება არის სამართალდამცავი უწყებისათვის შეურაცხმყოფელი და მიმართულია პოლიციის დისკრედიტაციისაკენ. სამინისტრო მოუწოდებს პრეზიდენტს თავი შეიკავოს სამართალდამცავი სტრუქტურების შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებისაგან.

სხვა ახალი ამბები: