შსს პრეზიდენტს პასუხობს

0

shssშს სამინისტრო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს “არასწორი ინფორმაცის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ” მოუწოდებს. ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის უწყება პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას იმის შსახებ, რომ „სამწუხაროდ, ბრუნდება დრო, როდესაც შსს–ს სტატისტიკურ მონაცემებს აღარ უნდა ვენდოთ“.

„დღეს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები ნდობას არ იმსახურებს და ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების რეალურ სურათს არ ასახავს სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ სტატისტიკის ეროვნული ბიუროსთვის მიწოდებული ინფორმაცია მოიცავს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მონაცემებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დანაშაულს სრულად ითვლის. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული იქნა 7 თვის სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვით, 2013 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 4126 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია და 53,3%-ს შეადგენს. დანაშაულის კლება და გახსნის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა, რომელიც ასახულია მონაცემებში, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია არის მოტივირებული და ეფექტურად მუშაობს. პრეზიდენტს არაერთხელ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული და შეურაცხყოფელი განცხადებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს გამიზნულად არ ხდება. სამინისტრო მოუწოდებს ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავცრელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“,– ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის შეფასებით, „ამნისტიის საფუძველზე ბევრი ისეთი პირი გათავისუფლდა პატიმრობიდან, რომელიც ამას არ იმსახურებდა, შედეგად კი

ქვეყანაში კრიმინალმა იმატა და ამ მიმართულებით შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები ნდობას არ იმსახურებს“.

სხვა ახალი ამბები: