შსს-ს ანტიკორუფციულმა სამსახურმა მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დააკავა

0
sakrebulos Tavmjdomaris moadgile-boris miqavaრამდენიმე წუთის წინ შსს-ს, დასავლეთ საქართველოს ანტიკონსტიტუციური სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე  მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბორის მიქავა დააკავეს.

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაკავება საკუთარ კაბინეტში მოხდა, საიდანაც ის რამდენიმე წუთის წინ ხელბორკილებით პოლიციის თანამშრომლებმა გაიყვანეს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით, მიქავა კაბინეტიდან გაყვანის შემდეგ საკრებულოს შენობის წინ, მანქანაში ჰყავდათ დაკავებული. ანტიკორუფციული სამმართველოს თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაკავების შემდეგ მისი სამუშაო ოთახიც გაჩხრიკეს.

ჯერჯერობით უცნობია, ბორის მიქავას დაკავების მოტივი და ზოგადად, ის თუ რაში ედება მას ბრალი, თუმცა smo.ge-ს წყაროს ცნობით მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მიქავა შსს-ს ანტიკორუფციულმა სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

სხვა ახალი ამბები: