შსს-ს თანამშრომელი დავით გელაძე დაკავებულია

0

dakavebaშინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, დავით გელაძე დაკავებულია და მისი სასამართლო პროცესი დღეს იმართება. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გააკეთა. მისი თქმით, გელაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. როგორც ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, დავით გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, გივი თარგამაძემ დღეს ქუთაისში ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსმა, დავით გელაძემ 26 მაისს 18 წლის ახალგაზრდა გიგი სვანი დაჭრა.

სხვა ახალი ამბები: