შსს-ს ინფორმაციით იანვარ-მარტში დანაშაულმა 15,24 %-ით იკლო

0

IMGL1054_copy_12015 წლის იანვარ-მარტის თვეებში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაული 15.24%-ით შემცირდა. დანაშაულის სტატისტიკას  შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

შსს-ს განმარტებით, აღნიშნული სტატისტიკა ასახავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის იანვარ-მარტის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 8970 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 4697 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 52.36%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა -15.24%.

შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით კი, 2015 წლის იანვარ-მარტში რეგისტრირებულია 6218 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 4072 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65.49%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17.65%.

სხვა ახალი ამბები: