შსს-ს ინფორმაციით წინა წელთან შედარებით დანაშაულმა 13,63 %-ით იკლო

0

_shss_შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წლის 5 თვის და მაისის თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.

2014 წლის 5 თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 11912 დანაშაული, აქედან 7932 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 66,59%. წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულმა 9,86 %-თ იკლო.
2014 წლის მაისის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2250 დანაშაული, აქედან 1388 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 61,69%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -13,63 %.

 

სხვა ახალი ამბები: