შსს-ს მიერ დაკავებული მოძალადის დედა თავის აყვანილ შვილზე ყვება

0

mozaladeზუგდიდელი ქალბატონი, რომელიც ინკოგნიტოდ რჩება მასმედიის წარმომადგენლებისთვის, პირადი ცხოვრებიდან საინტერესო დეტალებს ჰყვება. ინკოგნიტო ქალბატონის წლების წინ აყვანილ შვილს კავშირი ჰქონდა სამეგრელოში წამებისა და გაუპატიურების გახმაურებულ ფაქტებთან. მისი შვილი ამჟამად გაუპატიურებისა და წამებისთვის დაკავებულია და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

“რვა დღის იყო, რომ მოვიყვანეთ. რაც შეგვეძლო, კარგად გავზარდეთ, მაგრამ ჯიში უძახის ალბათ ასეთი. ვერ გავზარდე, როგორც მინდოდა ისე. ბავშვობაშიც უხეში იყო და მე და ჩემს მეუღლეს არ გვიჯერებდა. ყველაფერს ტეხავდა სახლში, მერე თავისთვის იკეტებოდა ოთახში და არავის დანახვა არ უნდოდა. მერე შარიც აგვიტეხა ცოლი გვინდაო და ამაზე ვიყავით ერთ დღეში.”-აცხადებს დაკავებულის დედა.

მშობლის განცხადებით მისი აყვანილი შვილი მეგის ქარდავას დიდი მფარველობით სარგებლობდა, თუმცა თუ როგორ დაუკავშირდა მისი გაზრდილი შვილი მეგის ქარდავას მისთვის გაუგებარია.

“ჩვენს ეზოში ან ეზოს გარეთ ღამის საათებში მანქანები იდგნენ, მას აკითხავდნენ პოლიციისა და კუდის თანამშრომლები და სადღაც მიჰყავდათ. თავიდან რომ ვეკითხებოდი სად დადიხართქო, არ ამბობდა და მერე უკვე დაიწყო თანდათან ყველაფრის მოყოლა თუ რა საქმიანობას ეწეოდა. ერთხელაც შემოვიდა პირდაპირ მეგისი ჩვენს სახლში და ჩემს შვილს ეძინა. მკითხეს მასზე სად არისო, მეც ვუპასუხე აქ არის მაგრამ ძინავსთქო. შევიდნენ ოთახში, დახედეს მძინარეს და თქვეს, “ეს ჩვენთვის ამაღამ უვარგისიაო”.

შვილთან ერთად თ.უ  დავალებებზე მისი მეგობრებიც ალაპარაკდნენ. დედამ გაიგო, რომ მისი შვილის ძირითადი დავალება იყო დაკავებული პირების წამება და გაუპატიურება.

“ეს რომ გავიგე ჭკუიდან შევიშალე და კივილი მოვრთე. ჩემს ჯიშში არ არის ასეთი საზიზღარი ადამიანები და ნეტავ რატომ გაიზარდა ასეთითქო, მაგრამ რომ დავუფიქრდი, მერე გავაანალიზე, რომ ის აყვანილი მყავს და ღმერთმა იცის ვისი სისხლის არისთქო. არც მივაკითხავ და არც ვიკითხავ თუ რა სასჯელი ელის. ეს მართლა საშინელებაა”-აცხადებს თ.უ-ს გამზრდელი.

სხვა ახალი ამბები: