შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფა

0

8472357_269392773147518_873010485_oმთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. როგორც შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პროესკონფერენციაზე განაცხადა, შს სამინისტროს გაყოფა სამთავრობო გუნდის დაპირება იყო.

„კანონპროექტი  ითვალისწინებს ახალი სამსახურის –  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნას, რომელშიც შევლენ სპეცსამსახურები, როგორიც არის კონტრდაზვერვა, ანტიტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური”, – განაცხადა მინისტრმა.

გომელაურის განცხადებით, ახალი სამსახურის ხელმძღვანელს პრემიერი წარუდგენს მთავრობას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით დაამტკიცებს. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი  6 წლის ვადით აირჩევა.

შს აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახურის  ხელმძღვანელი აპოლიტიკური ადამიანი იქნება. უწყების გაყოფის შემდეგ შს სამინისტროში ყველა პოლიციური დანაყოფი დარჩება.

სხვა ახალი ამბები: