შს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე გახდა

0

xvedelidze_შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირველ მოადგილედ გელა ხვედელიძე, მოადგილედ კი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი 22 მარტს მოაწერა.

“დაინიშნოს გელა ხვედელიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ და გათავისუფლდეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან. დაინიშნოს ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ”, – აღნიშნულია ბრძანებულებებში.

სააგენტო “პირველი”

სხვა ახალი ამბები: