შს მინისტრის საჩუქარი მრავალშვილიან დედებს

0

1360158615_irakli_gharibashvili_43 მარტს, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დედის დღეს პირადად მიულოცავს 8-შვილიან თანამშრომელს შორენა თოფურიას.
მინისტრის ბრძანებით, მრავალშვილიანი ქალბატონი პერსონალური კომპიუტერით დასაჩუქრდება. შორენა თოფურიას ერთ–ერთ შვილს, რომელსაც უსახსრობის გამო უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური წელი ჰქონდა აღებული, სამინისტრო სრულად დაუფინანსებს სწავლას. ბაღის საფასური აუნაზღაურდებათ მრავალშვილიანი ოჯახის მცირეწლოვან შვილებსაც, სრულწლოვან შვილებს კი საშუალება მიეცემათ, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით, სტაჟირება შსს–ში გაიარონ;
შორენა თოფურია საშტატო პოზიციიდან 2005 წელს გაათავისუფლეს. მას შეუჩერდა კაპიტნის წოდება და დღემდე ხელშეკრულების საფუძველზე, მინიმალური ანაზღაურებით, შსს აკადემიის თანამშრომელია. მინისტრის ბრძანებით, იგი შტატიანი თანამშრომელი გახდება და წარდგენილი იქნება პოლიციის წოდების მინიჭებაზე.
გარდა ამისა, მინისტრის სახელით დედის დღეს, სამინისტროს წარმომადგენლები მრავალშვილიან თანამშრომლებს რეგიონებშიც მიულოცავენ. ისინი საჩუქრებსა და ფულად პრემიებს მესტიაში მცხოვრებ 6 შვილის დედას ნანი გამყრელიძეს და ქობულეთის რ–ნის სოფ.ბუკნარში მცხოვრებ, ასევე 6 შვილის დედასაც გადასცემენ.
მესტიაში მცხოვრები 6 შვილის დედას, ნანი გამყრელიძის ორ სტუდენტ ქალიშვილს სწავლის საფასურს შსს სრულად აუნაზღაურებს, მრავალშვილიანი დედის 29 წლის ვაჟი კი, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით სტაჟირებას შსს–ში გაივლის; სამინისტროსგან საჩუქრად ნანი გამყრელიძეს პერსონალური კომპიუტერი გადაეცემა.
ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, დედის დღესთან დაკავშირებით დასაჩუქრდება ქობულეთის რ–ნის სოფ. ბუკნარში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა ნანული ასაბაძე.მას ოჯახის ორი ინვალიდი წევრის – ქმარ–შვილის სამკურნალოდ ბანკის სესხი აქვს აღებული. შს მინისტრის ბრძანებით, სამინისტრო დავალიანებას სრულად აუნაზღაურებს და ასევე მედიკამენტების ხარჯებს დაუფარავს; ნანული აბესაძის 21 წლის ვაჟი კი, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით შსს–ში სტაჟირებას გაივლის; მინისტრის ბრძანებით, ოჯახი დასაჩუქრდება პერსონალური კომპიუტერითაც.

სხვა ახალი ამბები: