შს მინისტრი ანტიტერორისტული ღონისძიებების გატარების აუცილებლობას ვერ ხედავს

0

gomeelauriiსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ანტიტერორისტული ღონისძიებების გატარების აუცილებლობას ვერ ხედავს. მან ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს გომელაურმა განუცხადა. იგი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას გუშინდელ მოწოდებას გამოეხმაურა.

„არ არსებობს ისეთი ინფორმაცია, რომ რაიმე ოპერაციის ჩატარება იყოს საჭირო. პრევენციულ ღონისძიებებს მივმართავთ. თუ მასშტაბური რაღაც დაიგეგმება და ჩვენთან ინფორმაცია შემოვა, ამას საზოგადოება გაიგებს, ჯერჯერობით არაფერი ხდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

„რა თქმა უნდა, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პრევეციულ ზომებს ვიღებთ“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ნუკრი ქანთარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური პრევენციული ღონისძიებების დაწყებისკენ პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე მოუწოდა.

სხვა ახალი ამბები: