შს მინისტრი ზუგდიდის საავადმყოფოში დაჭრილ სპეცრაზმელებს მოინახულებს

0

garibashviliშინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში ტოვებს ხობის რაიონის სოფელ ხორგას, სადაც დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ფართომაშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხობის რაიონიდან ზუგდიდში გადაინაცვლებს და ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო რესპუბლიკაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმელებს მოინახულებს.

რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ვიდეოკადრებსა და სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს.

სხვა ახალი ამბები: