შს მინისტრი ოპოზიციონერ დეპუტატს სამართალდამცველთათვის ბოდიშის მოხდას სთხოვს

0
get_imgშს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატ მარიამ საჯაიას სამართალდამცველთათვის ბოდიშის მოხდას სთხოვს.
საქმე საჯაიას მიერ შს თანამშრომელთა „ღარიბაშვილის ჯიბის პოლიციელებად” მოხსენიების ფაქტს ეხება.
„ჯიბის პოლიციის დრო უკვე დასრულდა და მსგავსი განცხადებით შეურაცხყოფას აყენებთ სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლებს, რის გამოც ბოდიში უნდა მოიხადოთ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ შინაგან სამქეთა მინისტრი ქუთაისში, პარლამენტის შენობაში უმცირესობის წარმომადგენელთა კითხვებს ამ დრომდე პასუხობს.

 

სხვა ახალი ამბები: