შს მინისტრმა ფოთში ახალი პოლიციის შენობა გახსნა

0

newsდღეს, 18 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში პოლიციის ახალი შენობა გახსნა.

ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური: ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველო, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ფოთის საქალაქო სამმართველო, სამეგრელო–ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ფოთის განყოფილება, დაცვის პოლიციის სამმართველო, დროებითი მოთავსების იზოლატორი და სხვა ქვედანაყოფები განთავსდება. აღნიშნული სამსახურები აქამდე სხვადასხვა შენობებში იყო განლაგებული.

ქალაქის ცენტრში მდებარე პოლიციის ოთხსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი.

ამასთანავე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოთში დღემდე მოქმედ 4 საპატრულო ეკიპაჟს კიდევ ერთი ეკიპაჟი დაემატება.

სხვა ახალი ამბები: