შს ყოფილმა მინისტრმა იმიჯი შეიცვალა

0

7574893d2c.images.new_photo.SAERTO.leqso_საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძემ სტილი შეიცვალა. სოციალურ ქსელში მისი ფოტოები გავრცელდა, სადაც ლექსო ჭიკაიძე ლამბერსექსუალის კატეგორიაშია წარმოდგენილი. ჭიკაიძია აღნიშნულმა ფოტოსურათმა სოციალური ქსელის მომხმარებელთა შორის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. აღნიშნულ ფოტოს მცირე დროში ათასობით მოწონება აქვს.

შეგახსენებთ, რომ  ლამბერსექსუალი მამაკაცი – ეს არის ახალი ტენდენცია მამაკაცურ სტილსა და მოდაში, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. მისი ძირითადი მახასიათებლებია: გრძელი, მაგრამ მოვლილი წვერი, უბრალო ტანსაცმელი (მაისური ან ფლანელის კუბოკრული პერანგი), ოდნავ უხეში შესახედაობა.

სახელწოდება “ლამბერსექსუალი” მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან “lumberjack” – “შეშის მჭრელი”. სწორედ ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ტყეებში მომუშავე შეშისმჭრელები – წვერიანი, ძლიერი აღნაგობის, უხეში შესახედაობის და უბრალო ფლანელის პერანგებში გამოწყობილი მამაკაცები გახდნენ ამ ტენდენციის შთაგონება.

სხვა ახალი ამბები: