შუალედურ არჩევნებზე წინასწარი მონაცემებით “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ

0

xmebis datvlaaსამეგრელოს სამ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე, რომელიც დღეს ჩატარდა ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, ერგეტაში, ფოცხოსა და ზემო ფოცხოში, კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ. კენჭისყრის პროცესი ყველა უბანზე ზუსტად 8 საათზე დასრულდა. მთე4ლი დღის განმავლობაში არცერთ საარჩევნო უბანზე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ერგეტაში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი ნაპო გაბისონია. რაც შეეხება სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოს, ყოფილმა მაჟორიტარმა კახაბერ რუსიამ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან სამეგრელოს გუბერნიაში, გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

სხვა ახალი ამბები: