ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს პარლამენტში სააკაშვილი როლანდ ახალაიას?

0

rolandiვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმუნიტეტის მოპოვების მიზნით საქართველოს პარლამენტის დეპუტატობისთვის იბრძოლებს. სხვადასხვა სარწმუნო წყაროების ინფორმაციით მიზნის მიღწევად პრეზიდენტი როლანდ ახალაიას გამოიყენებს.

გეგმის მიხედვით, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია პარლამენტის წევრის მანდატზე უარს იტყვის და ცესკო-ს მიერ რაიონში გამოცხადებულ შუალედურ არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” სახელით სწორედ მიხეილ სააკაშვილი იბრძოლებს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად გამორიცხავენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, არც პარტიაში და არც ფრაქციაში “არაფერი მსგავსი არ განიხილება”.

სხვა ახალი ამბები: