ჩამოართვეს თუ არა 30 დევნილ ოჯახს ბინა? – დევნილთა სამსახური ზუგდიდში საგანგებო გაანცხადებას აკეთებს

0

11717153_776139702498837_1434145609_nსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთ და განსახლების სამინისტროს აჭარა , სამეგრელო – ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა განცხადებას ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო დროს ზუგდიდში დევნილების ბინების განაწილების და სამინისტროს სახელით მოქმედი თაღლითა ჯგუფის მიმართ აუდიტის სამსახურის მიერ იქნა გამოვლენილი დანაშაულებრივი ფაქტები და შესაბამისად , სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიტანეს ადეკვატური განაჩენი. თუმცა ეტყობა გისოსებს მიღმა აღმოჩენილი პიროვნებების სამაგალითო დასჯა არ აღმოჩნდა საკმარისი გარეთ დაუსჯელად დარჩენილი დაჯგუფების სხვა წევრებისთვის. ვინაიდან, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მათ დევნილებისგან სამინისტროს თანამშრომლების სახელით წინასწარ აღებული აქვთ გარკვეული თანხები .

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ გადანაწილებულია ყველა ბინა და იქ უკვე განსახლებულია დევნილი ოჯახების ის კატეგორია, რომელიც ამას იმსახურებდა , მათ სხვა არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ჩვეული აპელირება გააკეთონ სიცრუეზე. ის ფატი , რომ თითქოს ამ ჩასახლებაში 30 ოჯახს ჩამოართვეს ბინები და თავიდან მოხდება აპლიკაციების შევსება შეესაბამება სიცრუეს.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სამინისტრო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ანალოგიურ მოვლენებს და კიდევ ერთხელ პირდება დევნილ საზოგადოებას მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვას, ყველა საკითხისადმი ობიექტურ და სამართლიან მიდგომას, დამნაშავვების ლუსტრაციას და დასჯას. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო დევნილებს, რომ არ დაიჯერონ ანალოგიურ ფაქტები . ყველას ვპირდები სიტუაციაში გარკვევას და ადგილზე ყველა საკითხის შეძლებისდაგვარად მოგვარებას”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.