ჩამოდგა თუ არა აფხაზეთში “შპალებითა” რა რელსებით დატვირთული მატარებელი?

0

_MG_0494გვიან ღამით ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირე-დრანდას ტერიტორიაზე რელსებით და ე.წ. შპალებით დატვირთული სატვირტო მატარებელი ჩამოდგა.

როგორც საინფორმაციო საშუალებები და ადგილობრივები იუწყებიან, ერთ კვირაზე მეტია რაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ე.წ. კავშირგაბმულობის სამხედრო მანქანების აქტიური გადაადგილება შეინიშნება. მათი ინფორმაციით აღნიშნული ჯგუფი აზომვით სამუშაოებს ატარებენ და ყველაზე მაღალ წერტილებში ახალი ლოკაციის სადგურებს ამონტაჟებენ.

ლოკაციის სადგურების გარდა მაღალ წერტილებში ბლოკსაგუშაგოების მშენებლობაც მიმდინარეობს. გარკვეულ ტერიტორიებზე კი სამხედრო დანიშნულების სიხშირის დამჭერ ანძებს ამონტაჟებენ. სწორედ ამ ტიპის ობიექტის მშენებლობა ამ წუთებში სათანჯოს მთაზეც მიმდინარეობს, რომელიც ის სტრატეგიული ადგილია, საიდანაც ზუგდიდის მოსაზღვრე საოკუპაციო ხაზი კონტროლდება.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა, სათანჯოს მთაზე გზის გაყვანა, ჯერ კიდევ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე დაიწყეს და იქ დროებით საგუშაგოსაც ფლობდნენ. ბუფერული ზონების გაუქმების შემდეგ კი აღნიშნული საგუშაგო გააუქმეს. ამჟამად კი სათანჯოს მთაზე, უკვე კვირაზე მეტია რაც კაპიტალურად მყარი საშენი მასალით მიმდინარეობს საგუშაგოს მშენებლობა. საგუშაგოს გარშემო კი აშენებენ ე.წ. დოტებსაც. ჩვენ ვცადეთ ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციაზე მიგვეღო კონკრეტული განმარტებები აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლისგან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ჯემალ გოგოხიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

სხვა ახალი ამბები: