ჩემპიონატი ქალთა ფეხბურთში დასასრულს უახლოვდება

0

10580192_751997858172090_781502974907039153_nდასასრულს უახლოვდება ქალთა გუნდებს შორის, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც ზუგდიდი მეოთხე დღეა მასპინძლობს. ჯგუფური თამაშების შემდეგ ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა. ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: თბილისის „იბერია სტარი“ – „სამეგრელო“, „იმერეთი-შიდა ქართლი“. ნახევარფინალური მატჩები 8 აგვისტოს გაიმართება, ხოლო გამარჯვებული გუნდები, ფინალში ერთმანეთს 9 აგვისტოს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქალთა გუნდებს შორის, საფეხბურთო ჩემპიონატმა სტარტი „ბაიას“ ბაზაზე 5 აგვისტოს აიღო. მონაწილე გუნდები ჩემპიონატის მსვლელობისას ამავე ბაზაზე ცხოვრობენ. ასპარეზობაში სულ 7 გუნდი მონაწილეობდა. სამი ტურის შემდეგ, შეჯიბრს გამოეთიშნენ გურიის, აჭარისა და კახეთის ქალთა გუნდები. ჩემპიონატის ორგანიზატორია სფფ და საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაცია, ხოლო ადგილზე სპორტულ ასპარეზობას ორგანიზებას, სამეგრელო – ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაცია უწევს.

სხვა ახალი ამბები: