“ჩვენ არ დავუშვებთ ზუგდიდში ახალაიების პარპაშს”-აქცია და საპროტესტო მსვლელობა ზუგდიდში

0

aqqciaaaaამ წუთებში ქუჩაში გამოსული ასობით ადამიანი და სამართალდამცავია მობილიზებული ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სწორედ აქ გაიმართება ბაჩანა ახალაიას წიგნის პრეზენტაცია, რომლის სახელწოდებაა “სოხუმი-ჩემი იერუსალიმი”. შეკრებილი საზოგადოება ამ წიგნის პრეზენტაციის მკაცრად გაპროტესტებას აპირებს.

“ჩვენ არ დავუშვებთ ზუგდიდში ახალაიების პარპაშს. მორჩა მათი დრო და ეს უკვე მეტისმეტია. ეს წიგნი არის სიმახინჯე და ამ სიმახინჯის პროპაგანდას ზუგდიდელები აღარ დავუშვებთ ეგ გამორიცხულია. ჩვენ განვდევნეთ ზუგდიდიდან ახალაიების კლანი და ხელმეორედ მათი პარპაში აქ არ მოხდება!”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქცია, რომელიც ზუგდიდში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ფაიფურის დასახლებაში გადაინაცვლა. აქციას ისევ უერთდებიან პროტესტის გრძნობით განწყობილი ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პრეზენტაციას. ამავე დროს ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები, რომლებიც სიტუაციას ადგილზე სრულად აკონტროლებენ.

სხვა ახალი ამბები: