“ჩვენ გვინდა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება”

0
5847_504447256267598_275430612_nსაქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, “არც ხელისუფლებას და არც ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ის, რაც 9 წლის განმავლობაში გაკეთდა, შეფასდეს, როგორც წარუმატებლობა, თუმცა არც იმის დავიწყება შეიძლება, რაც აქამდე ხდებოდა”.
„არც ჩვენ და არც ბატონ ბიძინას უნდა, ყველაფერი ის, რაც 9 წლის განმავლობაში კეთდებოდა, შეფასდეს, როგორც წარუმატებლობა. მართლაც იყო რეფორმები, რომელთაც გარკვეული შედეგები მოყვა, მაგრამ დღეს ჩვენ გვეძლევა შანსი, როგორც უმრავლესობას, ისე ოპოზიციას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აქ არ იგულისხმება ყველაფრის დავიწყება, რაც დღემდე მოხდა, – ეს შეუძლებელია. იმ საქამეებს, რომელთაც საგამოძიებო სამსახურები იძიებენ, თუ პასუხი არ გაეცა, თუ არ დადგა ობიექტური ჭეშმარიტება, მაშინ ვერანაირ სამართლიანობაზე საუბარი ვერ იქნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრეცედენტი არ იქნება სახელმწიფოს განვითარებაში დაშვებული, რომ ვინც დააშავა, დაისჯება. აქ საუბარია კრიმინალურ დანაშაულზე. რაც შეეხება სამოხელეო დანაშაულს, ბუნებრივია, ისეთი ძალადობრივი სისტემა იყო, რომ თუ ყველას გამოვეკიდეთ, საჯარო მოხელეთა 90% შესაძლოა, პასუხისგებაში მიეცეს. აქ სრული გაგება გვაქვს უმრავლესობას, რომ ეს არ უნდა მოხდეს, ამიტომ ჩემი აზრით, შეწყალების ჩვენეული პროექტი მნიშვნელოვანია. საჯარო სამსახურში სტაბილურობის განცდა უნდა გავაჩინოთ. არ შეიძლება, მინისტრის შეცვლით მთლიანად სისტემა ინგრეოდეს”,– განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სხვა ახალი ამბები: