“ჩვენ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ”

1

20121003040549!Ivanishviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დაუშვებელია ძალადობა და რევანშიზმი: “ჩვენ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ ყველამ – ხელისულებამაც და ხალხმაც”, – განაცხადა ივანიშვილმა.

იგი 8 თებერვალს ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კარგად ესმის იმ ადამიანების, რომლებიც პროტესტის გამოსახატავად შეიკრიბნენ ბიბლიოთეკასთან, სადაც პრეზიდენტი უნდა მისულიყო:

“მაგრამ ის, რაც მერე მოხდა, ყოვლად დაუშვებელია. უსამართლობას კანონის ძალით უნდა გავცეთ პასუხი და არა მუშტი-კრივით, ასე სახელმწიფო არ აშენდება, სახელწმიფო და კანონია ის ძალა, რომლის იმედიც უნდა ჰქონდეს კაცს, თორემ სხვანაირად ძალადობა ძალადობას შობს და ქვეყანა ფეხზე ვერაფრით წამოდგება. ეს თუ არ შევაჩერეთ, მძიმე შედეგებამდე მივალთ. მე გპირდებით, რომ სამართლიანობას აუცილებლად აღვადგენთ, მაგრამ ეს ცივილიზებუალდ უნდა მოხდეს.

ჩვენ არ დავუშვებთ რევანშს, მაგრამ გპირდებით, რომ ყველა დამნაშვე აგებს პასუხს კანონის წინაშე,” – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, პირველი ნაბიჯები მთავრობამ უკვე გადადგა სამართლიანობის აღდგენის გზაზე:

“დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტმა მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.”

ივანიშვილის თმით, ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე:

“განსახვავევბულობის გამო, თავისუფალი აზრის, თავისუფალი სიტყვის გამო აღარავინ აღარ დაისჯება ამ ქვეყანაში.”

სხვა ახალი ამბები: