“ჩვენ ვირჩევთ”- ტრენინგი არჩევნების თემაზე

0

11106413_1099833516709304_1120448426_nასოციაცია ,,დეას” პროექტის ,,ჩვენ ვირჩევთ” (დონორი: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი) ფარგლებში სასტუმრო ,,ანაკლიაში“ ჩატარდა ტრენინგი. ტრენინგის თემატიკა იყო: დემოკრატიზაციის პროცესში არჩევნების როლისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა) მონაწილეობის მნიშვნელობა, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული საკანონმდებლო საფუძვლები.

ტრენინგს ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, ასევე ასოციაცია ,,დეას” ახალგაზრდული კლუბების, ქალთა განვითარების კომიტეტის, სამეგრელოს ქალთა მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.