“ჩვენ მშვიდობიან, მაგრამ სასტიკ ბრძოლას ვიწყებთ”-საპროტესტო აქცია ზუგდიდში

1

qarT oc aqciaaსაზოგადოებრივი მოძრაობის დარბაზის ინიციატივით ზუგდიდში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ზუგდიდში დღეს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაციას აპროტესტებენ, სადაც აფხაზეთში მიმდინარე პროცესები დამახინჯებით არის გადმოცემული. აქციის ორგანიზატორების განცხადებით ბაჩანა ახალაიას მუერ გამნოცემული წიგნი “სოხუმი- ჩემი იერუსალიმი”  დამახინჯებული ფაქტების კრებულია.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი ძალიან დაბალი დონისაა, ეს წიგნი თვითონ ბაჩო ახალაიას დაწერილი მაინც არ იქნებოდა. ჩვენ მშვიდობიან, მაგრამ სასტიკ ბრძოლას ვიწყებთ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ”-აცხადებს აქციაზე სიტყვით გამოსული საზოგადოებრივი დარბაზის წევრი, პოეტი ლაშა გვასალია.

საპროტესტო აქცია ზუგდიდში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ზუგდიდელები აღნიშნულ აქციას უერთდებიან და ანაკლიაში დღეს დაგეგმილ წიგნის პრეზენტაციას აპროტესტებენ.

სხვა ახალი ამბები: