“ჩვენ ნარკომანები არ ვართ”- ფოთის საკრებულოს 15 წევრმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა

0

narkoooფოთის საკრებულოს თხუთმეტივე წევრმა, მათ შორის საკრებულოს ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარემ ორ მოადგილესთან ერთად, ბათუმის ნარკოლოგიურ ცენტრში სპეციალური შემოწმება გაიარეს. როგორც ოთარ ხარჩილავამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადა, რაკოლოგიური შემოწმების შედეგი საკრებულოს ოთხ წევრსა და საკრებულოს ახლა ხელმძღვანელობაზე უარყოფითია. დანარჩენი წევრები ამ წუთებში გადიან შესაბამის პროცედურას.

“ჩვენ გადავწყვითეთ ჩაგვეტარებინა ნარკოლოგიური შემოწმება და გავიარეთ შესაბამისი პროცედურები ბათუმის ნარკოლოგიურ ცენტრში. ამ წუთებში ნაწილი საკრებულოს წევრებისა ვბრუნდებით ფოთში, ხოლო ნაწილი ისევ შემოწმებაზეა. ამ დროისთვის ვისაც გავლილი აქვს ეს პროცედურა, პასუხი უარყოფითია. ასე რომ, ნარკომანები არ ვართ”-აცხადებს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავა.

სხვა ახალი ამბები: