ჩინეთის ელჩის მიერ გაღებული დახმარება და ოცნებად დარჩენილი როიალი

0

167278319საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-ს ინფორმირებულმა წყარომ ერთი დიდიხნის წინ მომხდარი ამბავი მოუყვა. საქმე ეხება ჩინეთის ელჩის ვიზიტს ზუგდიდში, აფხაზთის ნომერ პირველ საშუალო სკოლაში და მის მიერ ბოძებულ საჩუქარს დევნილ ბავშვებს, რომელიც დღევანდელ დღემდე ბუნდოვანი დარჩა.

“დაახლოებით ათი წლის წინ აფხაზეთის ნომერ პირველ საშუალო სკოლაში ჩინეთის ელჩი ჩამოვიდა, რომელსაც თან ახლდა მაშინდელი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახტანგ ყოლბაია. დამსწრე საზოგადოებამ და მათ შორის მეც კარგად დავინახე თუ როგორ გადასცა თავად ელჩმა სკოლის დირექტორს, რამინ საჯაიას კონვერტში ჩადებული ფული და უთხრა რომ ამ თანხით დევნილი ბავშვებისთვის როიალი შეეძინათ. მოგეხსენებათ მაშინ და ახლაც როიალი საკმაოდ ძვირი ღირდა, მაგრამ როგორც გავიგეთ გადაცემული თანხა სადღაც 3000 ლარამდე იყო. ამით შეიძლებოდა როიალის ყიდვაც რათქმაუნდა და კიდევ რამე საჭირო ნივთებსაც შეიზენდა ადამიანი სკოლისთვის. მოხდა ისე, რომ სკოლისთვის შეიძინეს არა ძვირადღირებული როიალი, არამედ მეორადი ანუ როგორც იტყვიან ნახმარი პიანინო. პიანინოს ყიდვა კი მაშინ შეიძლებოდა მაქსიმუმ 500 ლარად, მითუმეტეს ნახმარის. ამის გარდა სკოლის დირექციას ამ თანხით არაფერი შეუძენია. ფაქტია, რომ დევნილი ბავშვების თანხა ვიღაცამ მიითვისა და ალბათ ეს “ვიღაცა” ისევ ის არის, ვის ხელშიც მოხვდა როიალისთვის შესაძენი ტანხა”-აცხადებს წყარო, რომელმაც კონფიდენციალურობის დაცვა გვთხოვა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად SMO.GE რამინ საჯაიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული სიტუაცია ვერ გაიხსენა ” არა ეს მე ნამდვილად არ მახსოვს. ჩინეთის ელჩი თვალით არ მინახავს და ფულის გადმოცემაზე ხომ ზედმეტია საუბარი. საერთოდ არ ვიცი რა როიალის შეძენაზეა საუბარი. ჩვენ იმ პერიოდში გვაფინანსებდნენ სხვა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და გვამარაგებდნენ სასწავლო ნივთებითა და ინვენტარით, მაგრამ ჩინეთის ელჩს და როიალს ნამდვილად ვერც ვიხსენებ და არც ჰქონია ასეთ რამეს ადგილი”-განაცხადა რამინ საჯაიამ.

საჯაიასგან განსხვავებით ყველაფერი ახსოვს იმავე სკოლის დირექტორის მოადგილეს ვაჟა შონიას.SMO.GE-სთან მან განაცხადა, რომ ზუსტად არ იცის თანხის ოდენობის შესახებ, თუმცა ჩინეთის ელჩის სტუმრობის დეტალები ნამდვილად ახსოვს. სკოლის დირექტორის მოადგილემ გაიკვირვა ის, რომ სკოლის ყოფილ დირექტორს არ ახსოვდა ეს ფაქტი. “არ ვიცი რატომ ვერ გაიხსენა რამინ საჯაიამ ჩინეთის ელჩის სტუმრობის ფაქტი და რაში დასწირდა ამის დამალვა, მაგრამ მე გიდასტურებთ, რომ ელჩი სკოლაში იყო და როგორც მერე გავიგეთ მან გვიყიდა პიანინოც, რომელიც ახლაც დგას ამ სკოლაში. თუმცა უკვე ეს პიანინო მწყობრიდან არის გამოსული.”-აცხადებს ვაჟა შონია.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა სკოლის მაშინდელმა დირექტორმა როიალის ნაცვლად “ნახმარი” პიანინოს ყიდვა და ვის ჯიბეში ჩავიდა ჩინეთის ელჩისადმი გაღებული დახმარება, რომელიც დევნილ ბავშვებს უნდა მოხმარებოდა.

სხვა ახალი ამბები: