ჩინელი ინვესტორები ცაიშის თერმული წყლებით დაინტერესდნენ

0

11211741_973699615975097_1108271974_oსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია ჩინელ ინვესტორებს შეხვდა. გუბერნატორმა კერძო ინვესტორებს რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოში არსებულ თავისუფალ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა. ჩინელი ინვესტორები განსაკუთრებით ტურიზმის სფეროთი დაინტერესდნენ და განაცხადეს, რომ ინვესტიციების ჩადებას სასტუმროებსა და ტურისტული მომსახურეობის სფეროში გეგმავენ.

11090957_973699622641763_1065951522_o11215236_973699625975096_282083511_o11245719_973699562641769_54128531_oგუბერნატორმა ჩინელ ბიზნესმენებს ანაკლია-განმუხურის ტერიტორია დაათვალიერებინა. მოგვიანებით კი ინვესტორებმა ცაიშის სანატორიუმის ტერიტორია მოინახულეს. მათთი განსაკუთრებული დაინეტრესება თერმულმა წყლებმა გამოიწვია.