ჩინელმა ბიზნესმენებმა ქართველი მუშები ულუკმაპუროდ დატოვეს

0

13D4F81D-E0C2-4F69-9991-FF98A79D922E_mw800_sწალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ლიაში არსებული ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოს მუშები ქარხნის ტექნიკის ქუთაისში გადატანას აპროტესტებენ. მათი განცხადებით ეს ადგილზე მუშახელის შემცირებას გამოიწვევს. აღნიშნული ქარხანა ჩინელი ბიზნესმენების საკუთრებას წარმოადგენს.

“ჩვენ აქ მა საწარმოში 2005 წლიდან ვმუშაობთ და ჩვენი ძირითადი საზრდო ეგ არის. მერე რა ვქნათ და სად წავიდეთ? ეს კარგი, თავი დავანებოთ ამ ამბავს. ჩინელის საკუთრებაშია და სადაც უნდა იქ წაიღებს თავის ტექნიკას, მაგრამ წინასწარ მაინც გავეფრთხილებინეთ. ამას ჩუმად რატომ აკეთებდნენ?”-აცხადებენ smo.ge-სთან საუბარში ქარხნის მუშები.

“ჯორჯიანვუდის” წარმომადგენელთა განცხადებით კომპანიაში მიმდინარეობს რებრენდინგი და ამის ფონზე ქუთაისის საწარმოს მაღალტექნოლოგიური მოწყობა. ამის შესახებ მუშებისა და თანამშრომლების გაფრთხილებას სავალდებულოს არ მიიჩნევდნენ.

მუშები აცხადებენ, რომ მათ თამაშგარე მდომარეობაში დატოვებას არ დათმობენ და აქციებს გააგრძელებენ. საქმეში ჩართვისკენ მოუწოდებენ წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატსა და ქვეყნის მთავრობას.

სხვა ახალი ამბები: