ჩინელ მამაკაცს გული მუცელში აღმოაჩნდა

0

N137741728705277324 წლის ჩინელ მამაკაცს ჰუანგ რონმინგს გული მკერდის ნაცვლად მუცელში ჰქონდა. აღნიშნული ანომალიის შემთხვევაში ადამიანები დაბადებისთანავე კვდებიან.

ჩინელი მამაკაცის დედამ გაზეთ ,, „China Daily“-თან განაცხადა, რომ ისინი მუდმივი შიშის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვინაიდან ჰუანგს ბავშვობისას რამოდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ სუნთქვა უჭირდა. მისთვის ბავშვებთან ერთად თამაში საშიში იყო. ჰუანგმა 14 წლის ასაკში სწავლას თავი დაანება, ვინაიდან სკოლამდე მანძილს ვეღარ უმკლავდებოდა.

ოპერაცია შესაძლებელი იყო, მაგრამ ძვირი. წელს, როდესაც ჰუანგის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, სამედიცინი ჩარევა სასწრაფოდ საჭირო გახდა. შემოწირულობების საშუალებით, რომელიც მკურნალმა ექიმმა შეაგროვა, სასწაული მოხდა. რამოდენიმე დღეში 23 000 ევროს შეგროვება მოხერხდა. აპრილში კი ჰუანგს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ჰუანგის განცხადებით, კეთილი ადამიანების წყალობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

სხვა ახალი ამბები: