ჩინური შაქრის ქარხანა და ტომატის წარმოება სამეგრელოში: რას გვპირდებიან ჩინელი ინვესტორები?

0

kodua3ჩინეთის რესპუბლიკაში ჩინური მხარის მიწვევით უკვე კვირაზე მეტია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის დელეგაცია იმყოფება. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დავით კოდუამ სამეგრელოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ევროპა-აზიის ეკონომიკურ ფორუმში, რომლის მიზანსაც აბრეშუმის გზის ტრანზიტული ქვეყნების მჭიდრო ეკონომიკური  კოორდინაცია წარმოადგენდა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge დავით კოდუას ჩინეთის რესპუბლიკაში დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში კოდუამ აღნიშნა, რომ მან ფორუმზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი წარადგინა, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის მქონე რეგიონი. მან ასევე გააცნო ფორუმის მონაწილე მხარეებს რეგიონის შესაძლებლობები და პრეფერენციები უცხოური ინვესტიციების მიმართ.

kodua4kodua5kodua7kodua6kodua3საინფორმაციო სააგენტოსთან სატელეფონო საუბარში დავით კოდუამ განაცხადა, რომ ჩინური მხარის სურვილია სამეგრელოს რეგიონშიც ჩატარდეს მსგავსი სახის ფორუმი. მისივე თქმით, აღნიშნულ ფორუმთან დაკავშირებით განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება. დავით კოდუა ჩინეთის რესპუბლიკაში ვიზიტით ძაალიან კმაყოფილია.

“ძალიან კარგი შეხვედრები და მოლაპარაკებები გავმართეთ ჩინეთში, რომლის დეტალებსაც საქართველოში დაბრუნებისთანავე გაგაცნობთ. ძალიან ბევრი გეგმები დავსახეთ ჩინურ მხარესთან, რომელიც ახლო მომავალში აუცილებლად განხორციელდება. სწორედ ჩინეთის რესპუბლიკაში გვქონდა შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი სოფლის მეურნეობის ოცდაათამდე კომპანიის წარმომადგენელთან და გავმართეთ მათთან საქმიანი მოლაპარაკებები,”-აცხადებს დავით კოდუა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ექსკლუზიური წყაროს ცნობით ცნობილი ხდება, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა ჩინელ ბიზნესმენებთან მოლაპარაკების შედეგად ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში 300 ჰექტარზე შაქრის ჭარხალი დაითესოს და ამავე ტერიტორიაზე შაქრის მწარმოებელი დიდი ქარხანაც აშენდეს. ამასთან ერთად წყაროს ცნობით ჩინური მხარე დაინტერესებულია საქართველოში და კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონში პომიდვრის მოყვანითა და ტომატის წარმოებით, რაც დიდ შემოსავალს მოუტანს თავად რეგიონს.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დავით კოდუა კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ სამომავლოდ მართლაც იგეგმება  მხვილი ინვესტიციების ჩადება რეგიონში, თუმცა ჯერჯერობით ეს გეგმები განხილვის სტადიაშია. კოდუას განცხადებით, ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით ის მედიასთან საქართველოში ჩამოსვლისთანავე ისაუბრებს.

 

 

სხვა ახალი ამბები: