ჩხოროწყუს გამგებელი ქუჩებსა და ბაზარში მოქალქეებს შეხვდა

0

11180038_973960545949004_1033503261_nჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა დღეს ჩხოროწყუს ქუჩებში მოქალაქეებსა და აგრარულ ბაზარში მოვაჭრეებსა შეხვდა. გამგებელმა პრობლემები პირველწყაროსგა მიიღო და მათ მოგვარებას დაჰპირდა. ადგილობრივები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ძირითადად სოციალურ საკითხებზე ესაუბრნენ. დათო გოგუამ მოსახლეობას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და სამომავლო გეგმები გააცნო.

11210227_973960549282337_1866824664_n11225781_973960542615671_1342781482_n11245246_973960552615670_282737505_nეს ჩხოროწყს გამგებლის მოსახლეობსათან შეხვედრის პირველი შემთხვევა არ არის დათო გოგუა მოქალაქეებს ქუჩებში, ავტოსადგურებსა და ბაზარში რეგულარულად ხვდება. გამგებლის განცხადებით, შეხვედრები გარდა დაბის ტერიტორიისა სოფლებშიც იგეგმება.

„ყველაზე ნათელი სურათი არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებზე ხალხთან შეხვედრის დროს ისახება, ისინი ძალიან ღიად გვესაუბრებიან იმაზე რაც მოსაგვარებელია და აწუხებთ. ჩვენც იმისთვის ვართ, რომ ეს პრობლემები დროულად გადავჭრათ“ – განაცხადა დათო გოგუამ მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.