„ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოს საქართველოში სურს ის დაინახოს, რასაც ადრეც ხედავდა“

3
big_48a4c2fc179c32ff51565044f71245a2ნატო–ს წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საქართველოში სურს ის დაინახოს, რასაც ადრეც ხედავდა. კერძოდ ქვეყანა, სადაცდ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები სხდებიან ერთად, საუბრობენ და თანხმდებიან ერთიან მიდგომაზე ქვეყნისთვის ბუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადება აპატურაიმ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს 28 წარმომადგენლისა და და ნატო–ს გენერალური მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
„ნატო–ს წევრი ქვეყნებიდან ბევრ ქვეყანას ჰქონია კოჰაბიტაცია, ან ახლა აქვს. მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო დიდი ბრიტანეთი. ეს პროცესი რთულია მაგრამ შესაძლებელი. გასაგებია, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე და ზოგჯერ საგარეო პოლიტიკაზეც, მთავარ საკითხებზე შეთანხმების გზებიც უნდა მოინახოს. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატია და შესაბამისად ეს პროცესიც ახალია მისთვის. ჩრდილოატრანტიკურ საბჭოს სურს დაინახოს ის, რასაც ადრეც ვხედავდით საქართველოში. ქვეყანა, სადაც განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები სხდებიან ერთად, საუბრობენ და თანხმდებიან ერთიან მიდგომაზე ქვეყნისთვის ბუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვადევნებთ თვალს და ვხედავთ რაც ხდება საქართველოში.ვიცით, რომ რთული პოლიტიკური მსჯელობა და დისკუსიები მიდის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სანამ ჩრდილოატლანტიკური საბჭო ჩამოვა საქართველოში, პოლიტიკოსები ქვეყნისთვის ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმდნენ, რათა აჩვენონ, რომ ეს ისევ ის ქვეყანაა, სადაც შეუძლიათ ერთად მუშაობა ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხებზე და ამ პროცესში დამერწმუნეთ, რომ ნატო საქართველოს პარტნიორია”,– განაცხადა „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მიცემულ ინტერვიუში აპატურაიმ.

სხვა ახალი ამბები: