ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში მოსახლეობას უფასო გამოკვლევები უტარდება

0

11180082_968058299872562_1066599113_nჩხოროწყუს გამგეობის და საკრებულოს ინიციატივით ორგანიზაცია „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს სკოლაში ადგილობრივებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს უტარებს. გამოკვლევების პროცესი სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბრენატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ვიცე-გუბერნატორმა აქციის ორგანიზატორებს და ექიმებს მადლობა გადაუხადა და შემდეგი გამოკვლევების დაგეგმვა-ორგანიზებაში დახმარება აღუთქვა.

11123613_968058296539229_706685453_n11180056_968058303205895_5254193_nსამედიცინო ჯგუფში, ყველა სამედიცინო პროფილის 26 მაღალკვალიფიციური ექიმი შედის. გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა 200-ზე მეტ ადგილობრივს, დღის ბოლომდე კი 1000-მდე პაციენტის მიღება იგეგმება. გარდა გამოკვლევებისა მოსახლეობას უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფენ, სოციალურად დაუცველ ბავშვებს კი ჰუმანიტარული დახმარება ეძლევათ, რომელთა შორისაა ბავშვთა საკვები, მოვლის საშუალებები, სათამაშოები და ტანსაცმელი.

სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის განცხადებით, უკვე დაგეგმილია მსგავსი სამედიცინო აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში. კობა ქანთარიას განმარტებით, სამედიცინო გამოკვლევები სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება.