ჩხოროწყუს რაიონის დამეწყრილი სოფლების მოსახლეობა სასწრაფო დახმარებას ითხოვს

0

gremisxeviჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლეწურწუმეს მოსახლეობა საცხოვრებელი ფართების გამოყოფას ითხოვს, რადგან მათი განცხადებით ის ტერიტორია, სადაც ამჟამად ცხოვრობენ, მეწყერსაშიში ზონაა. ლეწურწუმეს მოსახლეობის განცხადებით ამის შესახებ ინფორმირებული იყო წინა ხელისუფლებაც თუმცა საამისოდ მათ არაფერი გაუკეთებიათ. აღნიშნულ სოფელში დამეწყრილი სახლები მრავლად არის, სადაც ცხოვრება საშიშროებას წარმოადგენს.

“სოფელში ზოგიერთი სახლი მეწყერმა უკვე დაანგრია და ბევრს დანგრევა ემუქრება, თუმცა ასე მოლოდინში ვცხოვრობთ. წინა ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ პრობლემებს მოგვიგვარებდნენ, იმავეს გვპირდება ახალი ხელისუფლებაც, თუმცა ჯერჯერობით ამ მხრივ ნაბიჯი არ გადადგმულა”-აცხადებენ ადგილობრივები.

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლეწურწუმეში საგანგაშო მდგომარეობა ხუთ ოჯახს აქვს, რომელთა გასახლებაც ამ ტერიტორიიდან დაუყონებლივ უნდა მოხდეს. ლეწურწუმეს გარდა ჩხოროწყუს რაიონში მსგავსი პრობლემა კიდევ სამი სოფლის მოსახლეობას, სულ 173 ოჯახს აწუხებს. 173 ოჯახიდან 40 ოჯახი საშიში რისკის ქვეშ იმყოფება, 21 ოჯახი კი სასწრაფო გასახლებას საჭიროებს.

სხვა ახალი ამბები: