ჩხოროწყუში ვირუსული მინინგიტის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

0

eqimebiiiiსამეგრელოს რეგიონში ვირუსული მინინგიტის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით წინა კვირის დასასრულს ჩხოროწყუს რაიონში მცხოვრები 12 წლის მოზარდი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“წინა კვირას, პარასკევს, ჩხოროწყუს რაიონში დაფიქსირდა ვირუსული მინინგიტის ერთი შემთხვევა ჩხოროწყუს რაიონში. 12 წლის მოზარდი, რომელსაც აღმოაჩნდა ისეთივე სიმპტომები, როგორიც დამახასიათებელია ამ ვირუსული დაავადებისთვის. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანისთანავე მოზარდს მინინგიტი დაუდასტურდა. აჟამად ჩხოროწყუელი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”-განაცხადა ნანა ოდიშარიამ smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში.

სკოლას, სადაც მოზარდი სწავლა-განათლებას იღებდა სანიტარული ღონისძიებები უკვე ჩატარდა. სასწავლო პროცესი აღნიშნულ სკოლაში არ ჩაშლილა. ნანა ოდიშარიას განცხადებით სამეგრელოს რეგიონში დაავადების სხვა შემთხვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

სხვა ახალი ამბები: